ლატარიის პრიზად... პიკასოს გრავიურა - კვირის პალიტრა

ლატარიის პრიზად... პიკასოს გრავიურა

ბრიტანეთის ეკოლოგიური ორგანიზაცია "10:10" ათამაშებს ლატარიას, რომლის მთავარი პრიზი... პიკასოს ლინოგრავიურაა დიდი

მხატვრის ავტოგრაფით. პიკასომ საფრანგეთის ქალაქ ვალორის კერამიკის ყოველწლიური ფესტივალის აფიშისთვის 1951-64 წლებში შექმნა ლინოგრავიურების სერია. ამ ქალაქში ის 1948 წლიდან ცხოვრობდა.

საპრიზო”ლინოგრავიურაზე მკაფიოდ ჩანს, რომ ის 1956 წელსაა შექმნილი. ეკოლოგებს იგი არტდილერმა და ფილანთროპმა ფრედ მალდერმა უფეშქაშა.