ლატარიის პრიზად... პიკასოს გრავიურა
ბრიტანეთის ეკოლოგიური ორგანიზაცია "10:10" ათამაშებს ლატარიას, რომლის მთავარი პრიზი... პიკასოს ლინოგრავიურაა დიდი
მხატვრის ავტოგრაფით. პიკასომ საფრანგეთის ქალაქ ვალორის კერამიკის ყოველწლიური ფესტივალის აფიშისთვის 1951-64 წლებში შექმნა ლინოგრავიურების სერია. ამ ქალაქში ის 1948 წლიდან ცხოვრობდა.
საპრიზო”ლინოგრავიურაზე მკაფიოდ ჩანს, რომ ის 1956 წელსაა შექმნილი. ეკოლოგებს იგი არტდილერმა და ფილანთროპმა ფრედ მალდერმა უფეშქაშა.