დემონების "ცუდი თვალი" - კვირის პალიტრა

დემონების "ცუდი თვალი"

ბანგკოკის აეროპორტ "სუვანაპუმის" მთავარ დარბაზში 12 ექვსმეტრიანი "დემონი" დგას - ქანდაკება მეფის სასახლის სკულპტურების

ზუსტი ასლია. აეროპორტის ადმინისტრაცია "დემონებს" სარეგისტრაციო დარბაზში უპირებს "გადაყვანას" - აეროპორტის მაღაზიების პატრონები ჩივიან - დემონებს“"ცუდი თვალი" აქვთ და ვაჭრობაში ხელს გვიშლიანო. ბანგკოკელი ასტროლოგები ამტკიცებენ, დემონების გადატანა მეტ უბედურებას მოიტანს, რადგან "მათ უკან ძლიერი ძალები დგას" და აჯობებს, თუ ქანდაკებებს უბრალოდ შეატრიალებენ, რათა დემონები "სხვაგან გაახედონო"(?!)