სარეკორდო "ბიკინი-პარადი" - კვირის პალიტრა

სარეკორდო "ბიკინი-პარადი"

სამხრეთ აფრიკის დედაქალაქ იოჰანესბურგში 7 ნოემბერს, ანუ გაზაფხულის მიწურულს, დიდი "ბიკინი-პარადი" გაიმართა. აქციის მიზანი

მკერდის კიბოსთვის ყურადღების მიქცევა იყო. მასში ათასზე მეტი მოხალისე მონაწილეობდა, რაც "ბიკინი-პარადებისთვის" სარეკორდოც აღმოჩნდა. გოგონებმა საგანგებოდ გადაკეტილ ცენტრალურ "მელროუზ არკ ბულვარზე" 1690 მ გაიარეს. მართალია, აქციაში მონაწილეობისთვის წითელი ბიკინი იყო საჭირო, მაგრამ არც სხვა ფერის ბიკინიანები გაუბრუნებიათ უკან.