მეოჯახე სტენლი - კვირის პალიტრა

მეოჯახე სტენლი

მას შემდეგ რაც ძაღლმა სტენლიმ პოლიციაში "სამსახურის დასაწყებად" მხოლოდ ერთი ტესტი ვერ ჩააბარა,  გადაწყდა მისი  ძაღლების თავშესაფარში გაგზავნა, სადაც კარგი ნამდვილად არაფერი ელოდა... სწორედ ამ დროს, სტენლის გადამრჩენლად პოლიციის ინსპექტორი  ენ ჰიგინსი გამოუჩნდა. ენისა და მისი ქმრის, ასევე პოლიციელ მაიკის ოჯახში  სტენლიმ  ბრწყინვალედ ჩააბარა "საოჯახო ტესტი".

"სტენლი საოცრად გონიერია, ძალიან მეხმარება საოჯახო საქმეებში. მაგალითად, როცა ჭუჭყიან სარეცხს ვრეცხავ ან გასაშრობად ვფენ, ზუსტად იცის, როდის რა უნდა მომაწოდოს", - ამბობს ენი.

"სტენლი საოცრად ფათერაკიანია - ერთხელ  კურკა გადაყლაპა და კინაღამ დაიხრჩო,  მეორედ კი ქათმის ხორცით მოიწამლა და ძლივს გადავარჩინეთ", მაგრამ ჭკვიანია და ძალიან გვიყვარს", - ამბობს მაიკი.

ჭკვიანი ძაღლი მარტო საოჯახო საქმეებში როდი გაიწაფა - ამერიკაში ყველაზე პრესტიჟული ძაღლების კონკურსის ფინალშიც გავიდა, რომელიც 2013 წლის მარტში გაიმართება.