პირველი ლედი "ჯინსის ტარებაშიც" პირველია - კვირის პალიტრა

პირველი ლედი "ჯინსის ტარებაშიც" პირველია

იაპონიის "ჯინსის ასოციაციის" ყოველწლიური "ჯინსის ყველაზე უკეთ ტარების", კონკურსის პრემია (იაპონელ მომღერალთან და

ტაივანელ მსახიობთან ერთად) იაპონიის ახალი პრემიერ-მინისტრის მეუღლემ მოიპოვა. ჟიურის აზრით, მიუიკი ჯინსს "კლასიკურ, თუმცა რევოლუციურ სტილში" ატარებს, რაც "ჯინსის ნამდვილ, პოზიტიურ სულს გამოხატავს"... სხვათა შორის, 66 წლის პირველი ლედი მართლაც "ჯინსის ფანატია" და ამ პრემიის მოგებაზე დიდი ხანია ოცნებობდა.