საუკეთესო გრეის კელი ნიკოლ კიდმანია - კვირის პალიტრა

საუკეთესო გრეის კელი ნიკოლ კიდმანია

ჰოლივუდის ერთ-ერთი ბრწყინვალე ვარსკვლავისა და მონაკოს ნამდვილი დედოფლის - გრეის კელის სახის ეკრანზე გაცოცხლების პატივი,  ავსტრალიელ სუპერვარსკვლავ ნიკოლ კიდმანს ერგო. ფილმის - "გრეისი მონაკოდან" გადაღებები საფრანგეთის ქალაქ მენტონში მიმდინარეობს, ნიკოლს პარტნიორობას რენიე II-ის როლში ტიმ როტი უწევს, ეკრანებზე  ფილმი 2014 წელს გამოვა.

გადასაღებ მოედანზე უძვირფასეს კაბაში გამოწყობილი მსახიობის გამოჩენამ ნამდვილი ფურორი მოახდინა. არავინ ელოდა, რომ 45 წლის მსახიობი, რომელიც მაინცდამაინც არ ჰგავს დაუვიწყარ  გრეის, სტილისტების დახმარებით დედოფალთან ასეთ საოცარ მსგავსებას მიაღწევდა. თანაც სუპერვარსკვლავი ბრწყინვალედ გადმოსცემს გვირვინოსნის ხასიათის სიმტკიცეს, თანდაყოლილ ელეგანტურობასა და მომჯადოებელ მიმზიდველობას.