ლურდესი მადონას გაეყარა - კვირის პალიტრა

ლურდესი მადონას გაეყარა

მადონას უფროსი ქალიშვილი ლურდეს ლეონი, რომელიც სულ ჩიოდა, რომ დედა მის მიმართ მეტად მკაცრია და "თრგუნავს დედისა და სუპერვარსკვლავის ავტორიტეტით", დამოუკიდბელ ცხოვრებას იწყებს. საქმე ისაა, რომ მადონამ ადრე პირობა დადო, გოგონა, როგორც კი 16 წლის შესრულდებოდა, გაუშვებდა და ამჟამად სწორედ სიტყვის შესრულების დრო დადგა - ლურდესი 16 წლის 14 ოქტომბერს გახდა.

მადონამ თავნება ქალიშვილს თავისთან ახლოს, მანჰეტენზე უყიდა ბინა, ლურდესმა კი უკვე აიშვა, ნახევარი თავი გადაიპარსა და მისი გემოვნების შესაბამისი რემონტის დასრულებას მოუთმენლად ელის. გოგონამ კოლეჯი დედისგან დამოუკიდებლად აირჩია და სწავლის ფულის გადახდასაც თავად აპირებს - მას მადონას  მოზარდთა ხაზზე მომუშავე ფირმა Material Girl - დან წილი ეკუთვნის. ყველას უკვირს, რომ ბობოქარი პოპვარსკვლავი შვილის ხუშტურებს მშვიდად უყურებს და ყველაფერს გარდამავალ ასაკს უკავშირებს. სხვათა შორის, მადონა მას სიგარეტის მოწევას უშლიდა, სამაგიეროდ, დასასვენებლად ოჯახით წასულს არასდროს ავიწყდებოდა  კურორტებზე ლურდესის ბოიფრენდების წაყვანა...