პორტრეტი ინტერიერში: გაგა ქოქოსის კაკლით - კვირის პალიტრა

პორტრეტი ინტერიერში: გაგა ქოქოსის კაკლით

ლედი გაგა, რომელიც ახლა მსოფლიო ტურნეს აწყობს, რიო-დე-ჟანეიროშია. ვარსკვლავი აქაურ პლაჟებს ნაყოფიერად იყენებს და "ტვიტერში"თავის გულშემატკივრებს, რომელთაც "ჩემს მონსტრუკებს" უწოდებს, თავისივე გადაღებული ბიკინებიანი ფოტოებით ანებივრებს. საქმე ისაა, რომ საკმაოდ გასუქებული მომღერალი (რისთვისაც ტაბლოიდები სასტიკად აკრიტიკებენ) ფოტოგრაფებს საგულდაგულოდ ემალება და სხეულს მხოლოდ მომგებიან რაკურსში აჩენს, თუმცა, პაპარაცების ფოტოობიექტივს მაინც ვერ დაემალა! "პორტრეტის" ფოკუსში ნათლად ჩანს "გაგა ქოქოსის კაკლით", რომლის წვენსაც მომღერალი დიეტის გამო სვამს.