მირანდა კერის ორმაგი ტრიუმფი - კვირის პალიტრა

მირანდა კერის ორმაგი ტრიუმფი

ჰოლივუდის სუპერვარსკვლავ ორლანდო ბლუმის ცოლს, "ვიქტორია სეკრეტის"  ვარსკვლავ მოდელს, მირანდა კერის, 2012 წელი ალბათ არასდროს დაავიწყდება - ახალგაზრდა დედამ, რომელმაც შარშან ბიჭუნა გააჩინა,  წელს ორმაგი ტრიუმფი იზეიმა - ჯერ აპრილში “2012 წლის "მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ადამიანად" აღიარეს, ახლახან კი, პოპულარული ბრიტანული ჟურნალის,  Esquire-ის, გამოკითხვით "მსოფლიოს ყველაზე სექსუალური ქალი" გახდა! ტრადიციის მიხედვით, გამარჯვებული  ჟურნალის დეკემბრის თვის გარეკანს დაამშვენებს. 29 წლის მირანდა, რომლის პარამეტრებია 81-61-86, 175 სმ სიმაღლისაა და 49 კგ-ს იწონის. ბედნიერი ახალგაზრდა დედა მიიჩნევს, რომ სექსუალურ ქალად ის ხალისიანობამ და კოპწიაობამ აქცია.