მირანდა კერის ორმაგი ტრიუმფი
ჰოლივუდის სუპერვარსკვლავ ორლანდო ბლუმის ცოლს, "ვიქტორია სეკრეტის" ვარსკვლავ მოდელს, მირანდა კერის, 2012 წელი ალბათ არასდროს დაავიწყდება - ახალგაზრდა დედამ, რომელმაც შარშან ბიჭუნა გააჩინა, წელს ორმაგი ტრიუმფი იზეიმა - ჯერ აპრილში “2012 წლის "მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ადამიანად" აღიარეს, ახლახან კი, პოპულარული ბრიტანული ჟურნალის, Esquire-ის, გამოკითხვით "მსოფლიოს ყველაზე სექსუალური ქალი" გახდა! ტრადიციის მიხედვით, გამარჯვებული ჟურნალის დეკემბრის თვის გარეკანს დაამშვენებს. 29 წლის მირანდა, რომლის პარამეტრებია 81-61-86, 175 სმ სიმაღლისაა და 49 კგ-ს იწონის. ბედნიერი ახალგაზრდა დედა მიიჩნევს, რომ სექსუალურ ქალად ის ხალისიანობამ და კოპწიაობამ აქცია.