სპენსერ ტუნიკის ""მიცვალებულთა სულები" - კვირის პალიტრა

სპენსერ ტუნიკის ""მიცვალებულთა სულები"

1-ლი ნოემბერი კათოლიკეებისთვის ყველა წმინდანის ხსენების დღეა, თუმცა ლათინურ ამერიკაში მაიას ტომებისა და აცტეკების ტრადიციების გავლენით, ის "მიცვალებულთა დღედ" იქცა. ეს დღე მასობრივი შიშველი ე.წ. ფლეშ-მობებით ცნობილმა სკანდალურმა ფოტოგრაფმა, ნიუიორკელმა სპენსერ ტუნიკმაც აღნიშნა. ის 1992 წლიდან მოყოლებული, სხვადასხვა ქვეყანაში  5-ჯერ იყო დაპატიმრებული! თუმცა შიშვლებს ახლა "რაღაც" მაინც ემოსათ. ფოტოსესია მექსიკაში, გუანახუატოს მახლობლად, სოფელ ლოს სენდეროსში ჩატარდა. პროექტში, სახელწოდებით "სულები", 150-მა მოხალისე ქალმა და მამაკაცმა მიიღო მონაწილეობა. მათ მხოლოდ ნახევრად გამჭვირვალე თეთრი ზეწრები ჰქონდათ შემოხვეული... ამჯერად სკანდალური ფოტოგრაფი არავის დაუპატიმრებია.