"ტკბილი მომავლის იმედით!" - კვირის პალიტრა

"ტკბილი მომავლის იმედით!"

გინესის ახალი რეკორდი - "ყველაზე დიდი შოკოლადის ქანდაკება" - მექსიკის პირამიდა კუკულკანის ზუსტი ასლია.

ის კალიფორნიის შტატის ქალაქ ირვინის საკონდიტროს შეფ-მზარეულმა ფრანსუა მელემ შექმნა. ამ მართლაც ორიგინალური ქანდაკების სიგრძე-სიგანე 3,7 მ, სიმაღლე 1,6 მ, წონა 8 272,3 კგ-ია, რაც თითქმის ორჯერ მეტია წინა რეკორდზე (4 870 კგ).

სხვათა შორის, როგორც ფრანსუა მელე ამბობს, მისი მიზანი მხოლოდ გინესის წიგნში მოხვედრა არ ყოფილა: აშშ-ის საკვები პროდუქტების ინსტიტუტმა მას საგანგებოდ შეუკვეთა ჩეჩენიცაში მდებარე მაიას ტომის ყველაზე ცნობილი პირამიდა - საქმე ისაა, რომ თურმე მაიას კალენდარი 2012 წლის 21 დეკემბერს მთავრდება!

ამიტომ, "ტკბილი მომავლის იმედით", შოკოლადის პირამიდა სწორედ ამ დღეს ათიათასობით ადამიანს გაუნაწილდება.