"ვინ დატოვა ონკანი ღია?" - კვირის პალიტრა

"ვინ დატოვა ონკანი ღია?"

სიდნეის გიგანტური ქანდაკებების გამოფენა, "სკულპტურები ზღვასთან", მსოფლიოს ყველაზე დიდი უფასო გამოფენაა ღია ცის ქვეშ. აქ მრავალი ქვეყნის მოქანდაკეთა 100-ზე მეტი ნამუშევარია გამოფენილი. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს შოტლანდიელი საიმონ მაკგრეტის "ცხოვრებისეული" ნამუშევარი "ვინ დატოვა ონკანი ღია?" მნახველთა შორის ქალები ჭარბობენ...  საქმე ისაა, რომ პრაქტიკული ავსტრალიელი ქმრები თურმე ცოლებს "სათანადო შთაბეჭდილების" მისაღებად და  კარგად დასამახსოვრებლად ამ ნამუშევრის სანახავად საგანგებოდ გზავნიან...