ღორმუცელა "ციხეში" გაება - კვირის პალიტრა

ღორმუცელა "ციხეში" გაება

ბრიტანეთის ქალაქ ოქსონის ცენტრალურ პარკში ადგილობრივმა პენსიონერმა ჯორჯ რეზიტერმა ჩიტების საკვებად თხილით სავსე სპეციალური ე.წ. "ციყვსაწინააღმდეგო" გალია დაკიდა - ასეთი გალიის გისოსებს შორის ისეთი მანძილია, რომ მოზრდილი ციყვი შიგნით ვერაფრით შეაღწევს, თუმცა ახალგაზრდა ნაცრისფერმა ციყვმა მაინც მოახერხა შეძრომა.

საქმე ისაა, რომ ე.წ. ნაცრისფერი ციყვი ბრიტანეთის ყველაზე "სახელგანთქმული" ბაღის მავნებელია. ისინი თხრიან და აზიანებენ დეკორატიული მცენარეების ბოლქვებს, კულტურული ხეების ქერქს, ყლორტებს, ყვავილების კვირტებს, ამას გარდა, არბევენ ჩიტების ბუდეებს და  კვერცხებზე და ახალგამოჩეკილ ბარტყებზეც არ ამბობენ უარს. ბრიტანეთის მთავრობამ "ნაცრისფერი ციყვი" ოფიციალურად აღიარა მავნებლად და ბრძოლაც გამოუცხადა, თუმცა რამდენიმე "ციყვსაწინააღმდეგო კამპანიამ" სრულიად უშედეგოდ ჩაიარა.

გალიაში შემძვრალ ღორმუცელა ციყვს კი, მას შემდეგ, რაც თხილის ნახევარი შემოესანსლა, მუცელი ისე გაებერა, რომ გისოსებში ვერაფრით გამოეტია, გალიაში გაიჭედა და პენსიონერს, ფაქტობრი\ვად, "დაპატიმრებული" დახვდა...