მერილინის "ბუნებრივი სიშიშვლე" - კვირის პალიტრა

მერილინის "ბუნებრივი სიშიშვლე"

ჟურნალმა "ფლეიბოიმ" გადაწყვიტა,  თავისი გვერდები კვლავ შიშველი მერილინ მონროს ფოტოებს დაუთმოს. საქმე ისაა, რომ წელს სრულდება 50 წელი თაობების მიერ "სილამაზის ეტალონად" მიჩნეული მსახიობის ნორმა ჯინ მერტენსენის, ანუ მერილინ მონროს გარდაცვალებიდან. მკითხველები მრავალ ცნობილ ფოტოს ნახავენ, ხოლო  სუპერვარსკვლავის თანამედროვეები კომენტარებში აღნიშნავენ, რომ მისი სიშიშვლე სრულიად ბუნებრივი იყო. "ფლეიბოის" მეპატრონე ჰიუ ჰეფნერიც იხსენებს, რომ "ყველასგან განსხვავებით, მერილინი თავს ყველაზე დაცულად შიშველ მდგომარეობაში გრძნობდა".