"მის მექსიკა-2012" ბრძოლაში დაიღუპა! - კვირის პალიტრა

"მის მექსიკა-2012" ბრძოლაში დაიღუპა!

მექსიკის ქალაქ გუამუჩილის მახლობლად, სამხედროებსა და ბანდიტებს შორის შეტაკებაში, სინალოას შტატის "მის 2012"-ის კონკურსში გამარჯვებული, 22 წლის მზეთუნახავი მარია სუსანა ფლორეს გომესი დაიღუპა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, იგი თავადაც ესროდა სამხედროებს - მისი ცხედრის მახლობლად იპოვეს ავტომატი. მექსიკის გენპროკურატურის განცხადებით, გოგონას თითებზე ექსპერტიზით დენთის კვალი აღმოჩნდა. ხელისუფლების მტკიცებით, ლამაზმანი ავტომობილში შეყვარებულ ბანდიტებთან ერთად იჯდა და შუა სროლის დროს გადმოვიდა მანქანიდან იარაღით ხელში, რათა ჯარისკაცების ყურადღება მიეპყრო და დანარჩენებისთვის გაქცევა გაეადვილებინა. 4 ბანდიტი დაკავებულია. გამოძიება გრძელდება.