"წმინდა ტვიტი" - კვირის პალიტრა

"წმინდა ტვიტი"

რომის პაპი ბენედიქტე XVI  პირველი პაპი გახდა, ვინც სოციალური ქსელების გამოყენება დაიწყო. რამდენიმე დღის წინ პაპმა "ტვიტერზე" პირველი ტვიტი გამოაქვეყნა, რასაც მსოფლიო პრესაში ხუმრობით "წმინდა ტვიტი" უწოდეს: "ჩემო ძვირფასო მეგობრები, მიხარია, რომ "ტვიტერის" მეშვეობით თქვენთან მიმოწერა შემიძლია. გმადლობთ, კეთილშობილური გამოხმაურებებისთვის. მთელი გულით დაგლოცავთ!". პაპის სპიკერის განცხადებით, "ტვიტერზე" ბენედიქტე XVII-სთან დამეგობრება ყველასთვის შესაძლებელი იქნება. მას უკვე ჰყავს მილიონზე მეტი მიმდევარი სოციალურ ქსელში.