მარინა ვლადი ცოცხალია! - კვირის პალიტრა

მარინა ვლადი ცოცხალია!

პირველ დეკემბერს მარინა ვლადი ჯერ ფრანგულმა მედიამ "დაასაფლავა" - მოკლე ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ რამდენიმე გაზეთში გამოქვეყნდა და ტვიტერის ბლოგებზეც დაიდო, სადაც მალე დაიწერა, - ახლობლები გარდაცვალებას ადასტურებენო. ამის მერე ინფორმაცია უკვე რამდენიმე ფრანგულმა რადიოსადგურმა გაიმეორა და მალე "სამწუხარო ამბავი" მსოფლიოს მედიასაშუალებებს მოედო... მარინა ვლადის წარმომადგენელმა კი ირონიულად განუცხადა მედიას, - "მისი სიკვდილის "ამბავი მეტისმეტად გადაჭარბებულიაო"... ვლადი ვლადიმირ ვისოცკის 1970 წელს გაჰყვა ცოლად, 1980 წელს დაქვრივდა, თუმცა აგრძელებდა მეუღლის სიმღერების შესრულებას, 1987 წელს გამოვიდა მისი წიგნი, "ვლადიმირი, ანუ შეწყვეტილი ფრენა", რომლის მიხედვითაც 2006 წელს მან რეჟისორ ჟან-ლუკ ტარდიესთან ერთად ფრანგულად სპექტაკლიც დადგა.