აღარც პერანგი, აღარც მისი ამხანაგი - კვირის პალიტრა

აღარც პერანგი, აღარც მისი ამხანაგი

"ვაიმე, ყველაფერი დაინახეს", - მოთქვამდა წესიერებით გამორჩეული სუპერვარსკვლავი ენ ჰეთეუეი, რადგან ახლახან, ჰოლივუდში, სეზონის ყველაზე გახმაურებული ეკრანიზაციის - "განკიცხულნის" პრემიერაზე პაპარაცებმა ტრუსის გარეშე დააფიქსირეს! ფოტოგრაფებმა მისი გადაღება მაშინ მოახერხეს, როცა ნიუ-იორკის კინოთეატრში ვარსკვლავი ლიმუზინით მივიდა და ავტომანქანიდან გადმოსვლა დააპირა.

არადა, ენი თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა - ეცვა ტომ ფორდის შავი კაბა და ექსტრავაგანტური საკოლექციო ფეხსაცმელი, ძალიან უხდებოდა სტილისტების მიერ შესანიშნავად შერჩეული მაკიაჟი და ვარცხნილობა. ამიტომ, ის, რაც მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ ნახევარ წამს გაგრძელდა, მაყურებლისთვის სრულიად მოულოდნელი იყო. საქმე ის არის, რომ საზოგადოება ასეთ საქციელს მიჩვეულია ლინდსი ლოჰანისა თუ ბრიტნი სპირსისგან, მაგრამ ჰეთეუეისგან მსგავსს არავინ ელოდა - ეტყობა, ამიტომაც, მეორე დღეს, "საქმის გასარჩევად", ხალხის საყვარელ ვარსკვლავს ჟურნალ Vანიტყ Fაირ -ის ჟურნალისტები ეწვივნენ. ენიმ აღიარა, რომ "ფორმაში ყოფნის" მიზეზით შეცდომა დაუშვა, ბოდიშიც მოიხადა და განაცხადა, რომ მომხდარი მისთვის "ძალიან დამამცირებელი" იყო.