აბორიგენები შვეულმფრენის ჩამოგდებას ისრით ცდილობდნენ - კვირის პალიტრა

აბორიგენები შვეულმფრენის ჩამოგდებას ისრით ცდილობდნენ

ბრაზილიის ნაკლებად განვითარებულ ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ალტამირის მახლობლად, შტატის ხელმძღვანელობამ დიდი ჰესის მშენებლობა გადაწყვიტა, რასაც, შესაბამისად, მოზრდილი კაშხლის აგება დასჭირდება.

დასატბორად განწირული აბორიგენების პატარა სოფლის მცხოვრებთა სასტიკი პროტესტის მიუხედავად, ხელმძღვანელობა მშენებლობის შეჩერებას არ აპირებს და საქმეში პოლიცია ჩართო. ბუნებრივია, გამწარებულმა აბორიგენებმა მათ "ომი გამოუცხადეს" და მშვილ-ისრით შეიარაღებულები პოლიციის შვეულმფრენის ჩამოგდებას ისრით ცდილობენ...