Reuters-ის 2012 წლის საუკეთესო ფოტოები - კვირის პალიტრა

Reuters-ის 2012 წლის საუკეთესო ფოტოები

"ღარიბების ესკალატორი"

მსოფლიოს უდიდესი "ნარკოკარტელით" ცნობილი მედელინი კოლუმბიის სიდიდით მეორე ქალაქია. მის გარეუბან "კომუნა-13"-ში, უფრო სწორად, მთაზე შეფენილ ჯურღმულებში,  სადაც მედელინის უღარიბესი ფენა ცხოვრობს,  გაჭირვებული მოსახლეობის ყოფის შესამსუბუქებლად 384 მ სიგრძის უფასო ესკალატორი ამუშავდა.

მოძრავი კიბე 6 უბნადაა დაყოფილი და "კომუნა-13"-ის 12 ათას მცხოვრებს, რომლებსაც ყოველდღიურად რამდენიმე ასეულ საფეხურზე სულ ცოტა, ორჯერ მაინც უწევდათ ავლა-ჩავლა, ამიერიდან საშუალებას აძლევს, ქალაქის ცენტრამდე სულ რაღაც 6 წუთში მიაღწიოს. პროექტი 6,7 მლნ დოლარი დაჯდა. ქალაქის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს არის მსოფლიოში პირველი "ესკალატორი ღარიბებისთვის" და იმედი აქვს, უბანი, რომელიც დღემდე მედელინის ყველაზე კრიმინოგენულ უბნად ითვლებოდა, ამიერიდან უფრო "ღირსეულად იცხოვრებს!" სხვათა შორის, "ღარიბების ესკალატორის" იდეით მთაგორიანი მეგაპოლისის, რიო-დე-ჟანეიროს მერიის სამსახურიც დაინტერესდა.