2012: წლის ფოტოები - კვირის პალიტრა

2012: წლის ფოტოები

მსოფლიოს ყველაზე პატარა ადამიანი, 56 სმ სიმაღლის 72 წლის ნეპალელი ჩანდრა ბაჰადურ დანგი, საქმიანობს თავის სახლთან - კატმანდუდან 540 კმ-ით დაშორებულ სოფელ რიმკოლიში.

ინდოეთის სოფელ კრიშანადევპურში ასობით მორწმუნე მივიდა ღვთაება შივას პატივსაცემად გამართულ რიტუალზე, რომელსაც ჩედაკი ჰქვია. თვითგვემით განსაკუთრებით გამოირჩა ეს ინდუსი, რომელმაც კისერში დანა გაიყარა.

ბანგლადეშელი არასრულწლოვანი მეძავი ჰაში, როგორც დანარჩენი მეძავები, დღეში რამდენიმე დოლარისთვის 15-20 კლიენტს "ემსახურება". უფრო ფუმფულა და ჯანმრთელი რომ გამოჩნდეს და ბევრი კლიენტი მიიზიდოს, ჰაშიც სტეროიდ ორადექსონს იღებს, რომელსაც ფერმერები საქონლის გასასუქებლად იყენებენ(!)

ტიბეტელმა ლტოლვილმა, 27 წლის ჯამპელ ეშიმ ნიუ-დელიში გამართულ საპროტესტო აქციაზე საკუთარი პოზიცია თავის დაწვით გამოხატა.

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატს სოციალისტური პარტიიდან, ფრანსუა ოლანდს, ერთმა ქალმა ფქვილის პარკი ესროლა. ფქვილის ღრუბელში გახვეულმა ოლანდმა გამოსვლა მაინც გააგრძელა.

ქალი შვილის სავარაუდო მკვლელს ჯოხით სცემს - გვატემალის ერთ-ერთი სოფლის სკოლაში 8 და 13 წლის ორი ბავშვი მაჩეტეთი მოკლეს. 3 მკვლელიდან ერთ-ერთი მოსახლეობამ დაიჭირა. გასამართლება საბოლოოდ მკვლელის უმოწყალო ცემით და მისი ცოცხლად დაწვით დასრულდა.

საბერძნეთში მძიმე ფინანსური კრიზისით გამოწვეულ საყოველთაო საპროტესტო დემონსტრაციებს პოლიციაც შეუერთდა. ათენში გამართულ აქციაზე პოლიციის ოფიცერმა პროტესტის ნიშნად ყულფშიც კი გაყო თავი.

ბუნების ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი მოვლენა - 30 მ სიმაღლის ცეცხლოვანი ქარბორბალა ავსტრალიაში.