კარნავალი ვინ ვინ არის? - კვირის პალიტრა

კარნავალი ვინ ვინ არის?

ჩვენს კარნავალს ბევრი მკითხველი და ინტერნეტმომხმარებელი გამოეხმაურა. მეტად სახალისო და ამასთანავე, საინტერესო მასკარადი გამოგვივიდა. მიუხედავად პოლიტიკურ არენაზე ახალი სახეების გამოჩენისა, საკარნავალო სცენაზე ძველი სახეებიც მოხვდნენ. ჩვენს ტრადიციულ კარნავალზე უკვე წლებია, რაც ბარონი მიუნჰაუზენის კოსტიუმს მიხეილ სააკაშვილი ირგებს - იუსტიციის მინისტრობისასაც, სამი წლის წინაც, და დღესაც, როცა ჯერ კიდევ პრეზიდენტის პოსტზეა, რას იზამ,  მკითხველმა ასე გადაწყვიტა.

მაშ ასე, ამჯერად ბაბა იაგა თეა თუთბერიძეა, თუმცა მანამდე ეს "საპატიო" კოსტიუმი ირინა სარიშვილმა ორჯერ მოირგო; კონკიას სამოსში კარნავალზე ჯერ ნესტან კირთაძე გამოგვეცხადა, მერე  ფიქრია ჩიხრაძე, წელს კი მკითხველის გადაწყვეტილებით, საუკეთესო კონკია თეა წულუკიანია.

ცნობილი ადამიანები საახალწლო კარნავალზე ასე გამოიყურებოდნენ:

1. სუპერმენი

ბიძინა ივანიშვილი

2. ბარონი მიუნჰაუზენი

მიხეილ სააკაშვილი

3. ბაყბაყდევი

გუბაზ სანიკიძე

4. ნაცარქექია

გოგა ხაჩიძე

5. ბაბა იაგა

თეა თუთბერიძე

6. სიზმარა

კახი კალაძე

7. ბატი ტასიკო

ჩიორა თაქთაქიშვილი

8. კონკია

თეა წულუკიანი

9. კომბლე

არჩილ კბილაშვილი

10. ჩებურაშკა

დავით უსუფაშვილი

11. დონ კიხოტი

ვახტანგ ხმალაძე