ძველი რომანის ახალი გაგრძელება? - კვირის პალიტრა

ძველი რომანის ახალი გაგრძელება?

21 იანვარს პაპარაცებმა პოდიუმის დედოფალი, 42 წლის ნაომი კემპბელი მოულოდნელად ლეონარდო დი კაპრიოს მდიდრულ იახტაზე თავისი მიჯნურის - რუს მილიარდერ ვლადისლავ დორონინის გარეშე, მხოლოდ "ტიტანიკის ვარსკვლავთან" ერთად შენიშნეს.

საქმე ისაა, რომ 38 წლის დი კაპრიო კარგა ხანია მილიარდერთან მეგობრობს, თუმცა მას შემდეგ, რაც მოსკოვში, დორონინის ცათამბჯენის - "მოსკვა-სიტის" გახსნაზე არ ჩავიდა, სადაც "მთავარ ვარსკვლავად" იყო მიწვეული, მეგობრებს შორის შავმა კატამ გაირბინა.

ბუნებრივია, დი კაპრიოს იახტაზე "ეული" ნაომის დანახვამ ყველას ძველი ჭორი გაახსენა - 1995 წელს ჟურნალისტები დარწმუნებით წერდნენ, რომ ფილმის, "რომეო+ჯულიეტა", გადაღებისას მსახიობი პოდიუმის "შავი ავაზით" სერიოზულად იყო გატაცებული, თუმცა მაშინდელი რომანი "უშედეგოდ" დამთავრდა.

ახლა კი, გაღიმებული ნაომისა და ჩაფიქრებული ლეოს ხილვისას ძველი რომანის ახალ გაგრძელებას ელიან... ამ ჭორს ისიც აძლიერებს, რომ ახლახან ლეონარდო დი კაპრიომ მედიას განუცხადა, - კარგა ხნით ვაპირებ კინოს თავი დავანებო, დავისვენო და პირად ცხოვრებას მივხედოო(?!)...