ეს იხვი სიმწრის ცრემლებს ღვრის. გასაკვირიც არაფერია - მას ხომ თავში არბალეტის ისარი აქვს გარჭობილი.გაგიკვირდებათ და სიცოცხლეს მაინც აგრძელებს - სვამს, ჭამს, დაფრინავს. ქალაქ ბარნსლის საგანგებო სიტუაციების სამსახური რამდენიმე დღეა უშედეგოდ ცდილობს მის დაჭერას."ამის გამკეთებელი უნდა დაისაჯოს! სასწაულია, რომ იხვი ჯერ კიდევ ცოცხალია", -”აცხადებენ ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლები.