ანგელოზის ძიებაში...
04-02-2013
ანგელოზის ძიებაში...
როდესაც დაუნ მოუს ჩემპიონი პოინტერი დღისით, მზისით, შუა ქუჩაში გაიტაცეს, პატრონმა გადაწყვიტა, რადაც უნდა დასჯდომოდა, საყვარელი ცხოველი უკან დაებრუნებინა.

უკვე 8 კვირა გავიდა და ენჯელი ჯერ კიდევ არ ჩანს, მასზე და მის თავდადებულ პატრონზე კი მთელი მსოფლიო ალაპარაკდა. ენჯელის მოსაძებნად მოუმ თავი გადადო - სამსახურში უვადო შვებულება აიღო, სახლი დააგირავა, აღებული ფული
დან 10 000 გირვანქა სტერლინგი ძაღლის მპოვნელისთვის ჯილდოდ დააწესა (რეკორდული თანხა ცხოველის პოვნისათვის ბრიტანეთში), დანარჩენით კი უამრავი პოსტერი გაამზადებინა და მთელ ქალაქში გააკრა. მოუმ გვერდიც გახსნა "ფეისბუკში" სახელით: "ენჯელის ძიებაში". ვიზიტორებს არ დაენანათ და ენჯელის მოსაძებნად დამატებით 3 000 დოლარი გაიღეს.
"ენჯელი ჩემი ოჯახის წევრია და თავის სახლში უნდა ცხოვრობდეს. ის ჩემი ცხოვრებაა და არა გადასაგდები ნივთი", - აცხადებს ქალბატონი მოუ.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თვის კითხვადი სტატიები