"პრინცესებს" მეშვიდე ადგილი მიაკუთვნეს - კვირის პალიტრა

"პრინცესებს" მეშვიდე ადგილი მიაკუთვნეს

საქართველოს წარმომადგენლებისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა საბავშვო ევროვიზიის მეშვიდე მუსიკალური კონკურსი. კიევში, სპორტის

სასახლეში გამართულ ფინალურ კონცერტზე გრან-პრი მოიპოვა 14 წლის ჰოლანდიელმა მიუზიკლის მსახიობმა ბიჭუნამ რალფ მაკენბახმა სიმღერით ჩლიცკ ჩლაცკ. მეორე ადგილი რუსეთის წარმომადგენელმა დაიკავა, ხოლო მესამე - სომხეთისა. ქართველი მონაწილეები - ჯგუფი "პრინცესები"" სიმღერით "ლურჯი ფრინველი"" მეშვიდე ადგილზე გავიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა "პრინცესებმა" ნომერი უშეცდომოდ შეასრულეს და მაყურებელთა მოწონებაც დაიმსახურეს, ხუთეულში მაინც ვერ მოხვდნენ.

საქართველო საბავშვო ევროვიზიაზე წელს მესამედ მონაწილეობდა. 2007 წელს მარიამ რომელაშვილმა როტერდამში მე-4 ადგილი დაიკავა, ხოლო 2008 წელს კვიპროსზე ჯგუფმა ""ბზიკები"" პირველი ადგილი მოიპოვა.