"უამხანაგო" კაბა - კვირის პალიტრა

"უამხანაგო" კაბა

ახლახან ლას-ვეგასში გამართულ ფილმ "პარკერის" პრემიერაზე საყოველთაო ყურადღების ცენტრში ჯენიფერ ლოპესი არა მარტო იმის გამო მოექცა, რომ ფილმში ქალის მთავარ როლს თამაშობს, მთავარი ის იყო, რომ 43 წლის სუპერვარსკვლავი იქ ტრუსის გარეშე მივიდა! საქმე ის არის, რომ მომღერლის Kaufman Franco-ს თეთრ კაბაში გამჭვირვალე დეტალი ისეა ჩაკერებული, რომ პერანგისა და მისი "ამხანაგის" ჩაცმას არ ითვალისწინებს - ორად გაყოფილი კაბის განიერი "ნაპრალი" ზურგიდან იწყება და თეძოსა და ფეხზე ეფექტურად გრძელდება, ხოლო შიშველი ზურგისა და თავისი ყველაზე "ცნობილი" ნაწილის უკეთ სადემონსტრაციოდ, ჯეი ლომ გრძელი თმაც სათანადოდ აიწია.