"ჩამძვრალი" კაბა - კვირის პალიტრა

"ჩამძვრალი" კაბა

ლონდონში "ოქროს ნიღბის" (BAFTA) პრესტიჟულ დაჯილდოებაზე, რომელიც ოპერისა და ბალეტის სამეფო თეატრ "კოვენტ გარდენში" ჩატარდა და სადაც ბრიტანეთის კინოაკადემიის პრემიების მისაღებად დიდი ბრიტანეთისა და ჰოლივუდის მთელი ბომონდი შეიკრიბა, ყურადღების ცენტრში 37 წლის ფრანგი მსახიობი მარიონ კოტიარი აღმოჩნდა... "დიორის" კაშკაშა ყვითელ კაბაში ის მეტად ეფექტურად გამოიყურებოდა, რომ არა ერთი "შტრიხი" - კაბის გამჭვირვალე დეტალი დაცვამ, მაყურებელმა თუ დამსწრეთა უმრავლესობამ ვერ შეამჩნია და მათ ჩათვალეს, რომ კოტიარს კაბის ქვედა ნაწილი უბრალოდ "ჩაძვრა"... საწყალი მარიონი იძულებული გახდა, მრავალჯერ აეხსნა, რომ კაბა დიზაინერის მიერ სწორედ ასე იყო ჩაფიქრებული. სხვათა შორის, თავსხმა წვიმაც მაშინ წამოვიდა, როცა "გაყვითლებული" ვარსკვლავი თეატრის წინ წითელ ხალიჩაზე პოზირებდა.