ჩაებღაუჭე საქმროს - კვირის პალიტრა

ჩაებღაუჭე საქმროს

ბრედ პიტის ყოფილი ცოლი, 43 წლის სუპერვარსკვლავი ჯენიფერ ენისტონი, როგორც იქნა, თხოვდება. მისი ქორწილი "ოსკარის" ცერემონიის დასრულების შემდეგ ორიოდ კვირაში გაიმართება - ამ ბედნიერ დღეს ჰოლივუდელი ლამაზმანი 7 წელიწადს ელოდა. პიტთან განშორების შემდეგ ჯენიფერს რამდენიმე საყვარელი ჰყავდა, მაგრამ სერიოზული გრძნობა მხოლოდ მსახიობ ჯასტინ ტერუსთან გაუჩნდა. 15-თვიანი ურთიერთობის შემდეგ წყვილმა ქორწილი მარტის დასაწყისში დანიშნა, ტერუს 41-ე დაბადების დღეს. ენისტონის თქმით, ქორწილისთვის მზადება უკვე დასრულებულია, ცერემონია ლოს-ანჯელესში, სუპერვარსკვლავის სასახლეში გაიმართება. ჯენიფერს სურს ქორწილი რაც შეიძლება მდიდრული იყოს, მაგრამ მხოლოდ ახლობელი ადამიანების წრეში - ამიტომ სულ 50-მდე სტუმარია დაპატიჟებული. სხვათა შორის, ოჯახის შესაქმნელად წყვილი საგულდაგულოდ  მოემზადა: მათ სანტა-მონიკას სასწავლო ბანაკში ოჯახური ცხოვრების რამდენიმედღიანი კურსიც კი გაიარეს.