მგლების ხროვამ 10 წლის ბიჭი ნაფლეთებად აქცია - კვირის პალიტრა

მგლების ხროვამ 10 წლის ბიჭი ნაფლეთებად აქცია

რუსეთში, კრასნოიარსკის მხარეში, სოფელ ესეიში მგლების ხროვა 10 წლის ბიჭს თავს დაესხა.

დედამ შვილის ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიჭუნამ ძმა სოფლის ბოლოში გააცილა და იმის მიუხედავად, რომ მოსაღამოვდა, შინ არ დაბრუნდა. მთელი სოფელი დაირაზმა დაკარგულის მოსაძებნად, თუმცა ამაოდ. მოგვიანებით გამწარებულმა დედამ ესეის ტბასთან შვილის დაგლეჯილ სხეულს მიაგნო. ბავშვი მხეცებს ნაფლეთებად ექციათ. სამწუხაროდ, ბიჭუნას გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა.

კრასნოიარსკის მხარის მილიცია ტრაგედიის ადგილზე ვერტმფრენით ჩაფრინდა და მოკვლევის შემდგომ სოფლის გარშემო მოხეტიალე  ცხოველების, მათ შორის, გატყიურებული ძაღლების ლიკვიდაცია გადაწყდა.