პატარძალი ეკლესიაში ვერ შეეტია... - კვირის პალიტრა

პატარძალი ეკლესიაში ვერ შეეტია...

16 წლის კარლი ო"'ბრაიენის საპატარძლო კაბა 25 ათასი გირვანქა სტერლინგი დაჯდა. 30 ფენისგან შეკერილ სამოსს 18-მეტრიანი შლეიფი ამშვენებდა, 3 000 ძვირფასი ქვით იყო მორთული და 160 კგ-ს იწონიდა. თურმე კარლიმ ასეთი კაბა თავისი კერპის, ბრიტანელი მოდელის, ჯორდანის ქორწილში ნახა.

პატარძალს კაბის ჩასაცმელად ცხრა საათი დასჭირდა. სამოსის სიგანე 2,5 მეტრი იყო და ამის გამო გოგონა ტაძრის კარებში გაიჭედა. შესვლასა და საკურთხეველთან მისვლაში 16 წლის პატარძალს 20 სტუმრის დახმარება დასჭირდა.

ცერემონიის შემდეგ მეფემ დაღლილ-დაქანცული პატარძალი, რომელსაც სიარულის თავი აღარ ჰქონდა, ეკლესიიდან 14 მეგობრის დახმარებით ხელში აყვანილი გაიყვანა.

"მას სურდა ჯორდანზე დიდი და მდიდრული ქორწილი ჰქონოდა და მიიღო კიდეც", - განაცხადა კარლის დამ, კრისტალმა.