კეიტი ტრადიციას არ ღალატობს - კვირის პალიტრა

კეიტი ტრადიციას არ ღალატობს

39 წლის კეიტ მოსისთვის სიშიშვლესთან დაკავშირებული სკანდალები უცხო არ არის. ის 2011 წელს როკმუსიკოს ჯეიმის ჰინსს გაჰყვა ცოლად და საზოგადოება ელოდა, რომ ვარსკვლავი ცოტა დადინჯდებოდა, თუმცა ამაოდ. კეიტმა პაპარაცებიც და თაყვანისმცემლებიც შოკში ჩააგდო - კარინ როიტფელდის ახალი წიგნის წარდგინების ელიტურ საღამოზე პრაქტიკულად წელქვევით შიშველი მივიდა: მხოლოდ გამჭვირვალე, კრისტალებით მოოჭვილი კომბინეზონი ეცვა!

ელეგანტურად გამოწყობილი სტუმრების ფონზე მოსი საკმაოდ ვულგარულად გამოიყურებოდა. გაოცებულ საზოგადოებას თავისუფლად შეეძლო კეიტის "მეხუთე წერტილის" დანახვა.