იმედგაცრუებულმა ლამაზმანებთან პოვა შვება
18-03-2013
იმედგაცრუებულმა ლამაზმანებთან პოვა შვება
მას შემდეგ, რაც ვესტერნ "ჯანგოში" მონაწილეობისთვის 38 წლის ლეონარდო დი კაპრიო "ოქროს გლობუსის" ორ ნომინაციაში დაასახელეს, ეგონა, რომ ტრიუმფი გაგრძელდებოდა და "ოსკარს" მიიღებდა. თუმცა იმედი გაუცრუვდა - ვერც ერთ ნომინაციაში ვერ მოხვდა.

ლეო 1994 წლის შემდეგ ორჯერ იყო "ოსკარის" ნომინანტი, მაგრამ ჯილდო ვერ მიიღო და გამარჯვებას სწორედ წელს ვარაუდობდა. მარცხით განაწყენებულმა ქალთა გულთამპყრობელმა გადაწყვიტა, ლოს-ანჯელესის იახტკლუბზე კარგად გამომთვრალიყო და დრო რომელიმე ქერა ლამაზმანთან გაეტარებინა....

იახტაზე ასულს კი ოქროსფერთმიანი მზეთუნახავების ისეთი
გუნდი დახვდა, ცოტა არ იყოს დაიბნა, მაგრამ, როგორც ჩანს, გონს მალე მოეგო და ყველას სათითაოდ კოცნით ჩამოუარა, რაც პაპარაცებმა იმწამსვე დააფიქსირეს.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით