მაგიდაზე ადი, "მასწ", რომ შეგამჩნიონ - კვირის პალიტრა

მაგიდაზე ადი, "მასწ", რომ შეგამჩნიონ

ინდოეთის ქალაქ ჰარიანის ქალთა სკოლის მასწავლებელი, ინფორმატიკის სპეციალისტი, 22 წლის აზად სინგჰი 5 წლის იყო, როცა თანდაყოლილი გენეტიკური დაავადების გამო სიმაღლეში ზრდა შეწყვიტა. ამჟამად აზადი 6 წლის ბავშვივით გამოიყურება - მისი სიმაღლე 90 სმ-ია, წონა კი სულ რაღაც 15 კგ.

სკოლაში გოგონები მას "ჩოტუს" - "პატარა ბატონს" ეძახიან. მასწავლებელს ეს მეტსახელი სულაც არ აღიზიანებს, რადგან იცის, რომ  მოსწავლეები მას ასე სიყვარულით მიმართავენ.

აზადის დედა ამაყობს, რომ მისი შვილი "მსოფლიოში ყველაზე პატარა მასწავლებლად" აღიარეს. აზადის ხელფასი თვეში 140 ევროს ეკვივალენტია, რაც ინდოეთში საშუალოზე მაღალ გამომუშავებად ითვლება.

აღსანიშნავია ისიც, რომ თავად მასწავლებელს სულაც არ აღელვებს, გაკვეთილის ჩასატარებლად მაგიდაზე რომ უწევს ასვლა...