"შინაურს" დანდობა არა აქვსო... - კვირის პალიტრა

"შინაურს" დანდობა არა აქვსო...

ჩინეთის ქალაქ ჩარჯოუში შინაური პითონის არავის უკვირს. უზარმაზარი გველის პარკში გასეირნებას თუ ბანაობას ბავშვიც კი აუღელვებლად უყურებს - საქმე ის არის, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ეს ულამაზესი ე.წ. "ვეფხვისებრი პითონი" ძალიან პოპულარულია და მას ხშირად აშინაურებენ, რადგან შინ ძაღლისა და კატის ფუნქციას ერთდროულად ასრულებს - არც ქურდებს ახარებს და არც თაგვს და ვირთხას აჭაჭანებს. თან უწყინარია და პატრონთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს.

თუმცა, დაუნდობელი ადამიანი ერთგული მეგობრის ხორცსაც კარგად გეახლებათ, ტყავისგან კი ფეხსაცმელსა და სამოსს იკერავს.