"თითისმკვნეტელი" კიბორჩხალა
ავსტრალიის კუნძულ ტასმანიის მდინარეებში მსოფლიოში ყველაზე დიდი კიბორჩხალა ბინადრობს, რომლის სიგრძე 80 სმ-ს, წონა კი 5 კგ-ს აღწევს.
ამ გიგანტური კიბორჩხალის მარწუხი იმდენად ძლიერია, რომ ადამიანისთვის თითის მოწყვეტაც შეუძლია.
გიგანტი 2 წელიწადში ერთხელ მრავლდება და 40 წელიწადს ცოცხლობს. კანონით, სპეციალური ნებართვის გარეშე მისი დაჭერისთვის ჯარიმა 10 000 დოლარია.