მოთვინიერებული "სიკვდილის მანქანა"
18-03-2013
მოთვინიერებული "სიკვდილის მანქანა"
ამერიკელი ფოტომოდელი ოუშენ რამსი ბუნების თავგამოდებული დამცველია. შარშან ქერა ლამაზმანმა კალიფორნიის ნაპირებთან ოკეანის სხვადასხვა ბინადართან "ფოტოსესიაც" გამართა. აშშ-ში ამაზე დოკუმენტური ფილმიც გადაიღეს, ფოტოები კი ახლახან გამოქვეყნდა.

"ოკეანეების დაბინძურების საკითხი ძალიან მაწუხებს. ფილმი სწორედ ამ პრობლემისთვის ყურადღების მიქცევას ისახავს მიზნად. ზვიგენის ფარფლზე ხელჩაჭიდებული ცურვა ჩემი იდეა იყო. ადამიანთა უმრავლესობა თეთრ ზვიგენს გონებაშეზღუდულ, სიკვდილის მანქანად მიიჩნევს. არადა, ის ძალიან ჭკვიანი მტაცებელია და ადამიანს უმიზეზოდ არ ესხმის. მინდა, რომ ადამიანებს თეთრი ზვიგენის აღარ
ეშინოდეთ", - განაცხადა გაბედულმა ფოტომოდელმა.



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით