კუდის პროთეზი - გატოსთვის
25-03-2013
კუდის პროთეზი - გატოსთვის
ამერიკაში, ფენიქსის უნივერსტიტეტის მკვლევრებმა და ადგილობრივი ზოოპარკის თანამშრომლებმა ინვალიდი ალიგატორისთვის კუდის პროთეზი შექმნეს. რეპტილია მრავალი წელი უკუდოდ ცხოვრობდა, ამიტომაც მას საკუთარი ჯიშისთვის უცნაური ცურვის ხერხები განუვითარდა. "გატო" კუდის მაგივრად წყალში საცურაოდ წინა კიდურებს იყენებს. ბუნებრივ ტრავმასთან ცხოველის ასე ეფექტიანმა ადაპტაციამ ბევრი მკვლევარი ჩააფიქრა. ზოოპარკის თანამშრომლების თქმით, ისინი წლების განმავლობაში ასწავლიდნენ ალიგატორს, თუ როგორ ეცხოვრა უკუდოდ, რომელიც მას სხვა ალიგატორმა მოაჭამა, თუმცა ახალი პროთეზით გატოს ახალი თავსატეხიც გაუჩნდება - თავიდან მოუწევს
ცურვის სწავლა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით