"სუპერაილენდი"
25-03-2013
"სუპერაილენდი"
ვარსკვლავურ წყვილთა შვილებს მშობლები ხშირად უკაფავენ გზას პოდიუმისა თუ სცენისკენ. ბოლო წლებში ამის მაგალითია სინდი კროუფორდის 11 წლის გოგონა კაია გერბერი, დევიდ ბექჰემისა და ვიქტორიას 10 წლის  ვაჟი რომეო, არნოლდ შვარცენეგერის 17 წლის ვაჟი პატრიკი, მიკ ჯაგერისა და მსახიობ ჯერი ჰოლის  18 წლის ქალიშვილი ჯორჯია მეი ჯაგერი... ახლახან კი "ვარსკვლავურ კვალს" ალეკ ბოლდუინისა და კიმ ბესინჯერის 17 წლის აილენდიც გაჰყვა და ცნობილ სამოდელო სააგენტო IMG Models-თან, რომელიც მირანდა კერთან და
კეიტ მოსთან თანამშრომლობს, კონტრაქტს მოაწერა ხელი - როგორც ამბობენ, სილამაზისთვის "განწირული" თავნება მემკვიდრის მუშაობაზე დათანხმება მშობლებისთვის არც ისე ადვილი გამოდგა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით