"წინაპართა სულის ძახილით..."
25-03-2013
"წინაპართა სულის ძახილით..."
ახლახან სამხრეთ აფრიკის ქალაქ ცვანეში  უჩვეულო ქორწილი გაიმართა - ჯვარი დაიწერეს 8 წლის სანელ მასილელამ და 61 წლის გათხოვილმა, ხუთშვილიანმა ჰელენ შაბანგუმ. ცერემონია მხოლოდ იმიტომ ჩატარდა, რომ თურმე ასეთი იყო რამდენიმე თვის წინ გარდაცვლილი ბაბუის  უკანასკნელი თხოვნა. რადგან მასილელათა ოჯახს არ უნდოდა, გარდაცვლილ წინაპართა "სულების რისხვა" დასტეხოდა თავს, პატარა სანელის სასწრაფოდ შერთეს ჰელენი - ქორწილი ბეჭდების გაცვლითა და სხვა ყველა წესის დაცვით ჩატარდა. ცვანელები შოკირებული დარჩნენ, მასილელას ოჯახი კი  ითხოვს,
თანამემამულეებმა ქორწილი წინაპრების ხსოვნის პატივისცემად ჩათვალონ - "სანელი დაუქორწინებლად გარდაიცვალა და გვთხოვა, მის მაგივრად ეს პატარა სანელის გაეკეთებინა. მისი არჩევანი კი ჰელენზე შეჩერდა - თურმე მოსწონდა!" - ამბობს სანელის დედა.

ჯვარდაწერილნი ერთად არ იცხოვრებენ. ჰელენი მეუღლესთან და შვილებთან ერთად განაგრძობს ცხოვრებას.  "ეს ცერემონია წინაპართა სულების
პატივსაცემად მოვაწყვეთ და ძალიან კმაყოფილი ვარ", - განაცხადა ქორწილის შემდეგ პატარძალმა. 





მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით