პირველი უფეხო ევერესტზე
01-04-2013
პირველი უფეხო ევერესტზე
ახალზელანდიელმა ალპინისტმა მარკ ინგლისმა დიდი ხნის ოცნება აისრულა და ევერესტი დაიპყრო. ის პირველი უფეხო ადამიანია, ვინც მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალზე ავიდა. მარკმა ორივე ფეხი 1982 წელს ახალ ზელანდიაში, "მაუნტ კუკის" მთებში მოყინვის შედეგად დაკარგა...

როგორც კი პროთეზი მოირგო, მარკი იმ დღიდან ევერესტის დასაპყრობად ემზადებოდა. მწვერვალზე ასვლა 40 დღეს გაგრძელდა. 6 400 მ სიმაღლეზე ცალი პროთეზი დაზიანდა და მარკს მისი შეკეთება დასჭირდა - გამოცდილ სპორტსმენს თან ჰქონდა სათადარიგო ნაწილებიც.

აღსანიშნავია, რომ ინვალიდი
სპორტსმენი ევერესტზე ერთი მხრიდან ავიდა და მეორე მხრიდან დაეშვა, რაც მწვერვალის დაპყრობის ისტორიაში სულ მესამე შემთხვევაა. ალპინისტს წარმატება ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა მიულოცა.         

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით