ველური ცხენების კრეჭა - კვირის პალიტრა

ველური ცხენების კრეჭა

ესპანეთის გალიციის ქალაქ სობუსედოს სპეციალურ ამფითეატრში 400 წელია "ველური ცხენების კრეჭის" 3-დღიანი ფესტივალი ტარდება - მაკრატლიანმა მამაცმა მონაწილეებმა უამრავი მაყურებლის თვალწინ, შიშველი ხელებით - ყოველგვარი ჯოხებისა თუ თოკების გარეშე უნდა დაიმორჩილონ გარეული ცხენი, დაღი დაასვან გავაზე და კუდი და ფაფარი შეკრიჭონ. თუმცა ბოლო წლებში დაღის დასმა უფრო ჰუმანური მეთოდით, მიკროჩიპის მიმაგრებით შეიცვალა. საინტერესო ის არის, რომ გაუხედნავ ცხენებთან ჭიდაობაში მოხალისე გოგონებიც მონაწილეობენ.