"მეფეს" წინ ვერაფერი დაუდგება - კვირის პალიტრა

"მეფეს" წინ ვერაფერი დაუდგება

ცენტრალურ აფრიკაში, როცა რამდენიმე ძუ ლომისა და ბოკვრისგან შემდგარი პრაიდი მდინარეს გადასალახად მიადგა, ერთ-ერთმა ძუ ლომმა ნაპირთან ჩასაფრებული უზარმაზარი ნიანგი შეამჩნია. "ცხოველთა მბრძანებელი" წყალში შევიდა, რითაც ნიანგს "უბრძანა", გზა დაგვითმეო, თუმცა თავხედმა რეპტილიამ "ბრძანება" აინუნშიც არ ჩააგდო და დაისაჯა კიდეც - გააფთრებული ძუ ლომი გაცილებით დიდ მოწინააღმდეგეს ეკვეთა და ისეთ დღეში ჩააგდო, ცხვირპირდასისხლიანებულმა ნიანგმა გაცლა ამჯობინა. პრაიდიც, როგორც "სამეფო ოჯახს" შეეფერება, ღირსეულად” გადავიდა მეორე ნაპირზე.