ახალი მეღვინეები ჰოლივუდიდან - კვირის პალიტრა

ახალი მეღვინეები ჰოლივუდიდან

ბრედ პიტმა და ანჯელინა ჯოლიმ 2008 წელს სამხრეთ საფრანგეთში შატო მირავალი შეიძინეს და მას შემდეგ მეღვინეობაში "გადავარდნენ". ახლახან კი ბაზარზე გამოვიდა მათი პირველი "ნაჟური" - ვარდისფერი ღვინო "მირავალ პროვანსი". წყვილი ზაფხულში თეთრი, გაისად კი წითელი ღვინის გამოშვებასაც გეგმავს. მართალია, "მირავალს" ჯერ არსად გაუმარჯვია, თუმცა ახალი მეღვინეების აზრით, მათი ვარდისფერი პროვანსში საუკეთესოა.