სათვალე არ "გამიციოთ" - კვირის პალიტრა

სათვალე არ "გამიციოთ"

ექსცენტრიკულობით განთქმულმა ელტონ ჯონმა ახლახან ბრაზილიის ქალაქ ბელუ-ორიზონტის ძვირფას სასტუმროში ცალკე ნომერი შეუკვეთა საკუთარი ძვირფასი სათვალეების კოლექციისთვის. კომპოზიტორ-მომღერლის მოთხოვნით, ოთახის ტემპერატურა 16 გრადუსზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. ამასთან, ნომერი ყვავილებით უნდა მოერთოთ. ცნობილია, რომ სუპერვარსკვლავი სათვალეების კოლექციას განსაკუთრებით დაჰფოფინებს და მუდამ თან დააქვს...