მაიკლ ჯეკსონის ოჯახი 40 მილიარდს ითხოვს - კვირის პალიტრა

მაიკლ ჯეკსონის ოჯახი 40 მილიარდს ითხოვს

მაიკლ ჯეკსონის შვილები მამის სიკვდილისთვის კომპენსაციას ითხოვენ. მათ ბებიასთან ერთად იმ პრომოუტერულ კომპანიას უჩივლეს, რომელმაც მაიკლს ბოლო საკონცერტო ტურისთვის პირადი ექიმი კონრად მიურეი დაუქირავა. მიურეი საბოლოოდ დამნაშავედ ცნეს პოპის მეფის არაწინასწარ განზრახულ სიკვდილში. საჩივრის თანახმად, თითოეული შვილი 10 მლრდ დოლარს იმ შემოსავლების სანაცვლოდ ითხოვს, რასაც მათი მამა გამოიმუშავებდა, ცოცხალი რომ ყოფილიყო. იმავე რაოდენობის თანხას ითხოვს მაიკლის დედა კეტრინიც. ბავშვები დამატებით 50 მლნ-საც ითხოვენ სხვადასხვა სახის ზარალისთვის.

პრომოუტერული კომპანიის წარმომადგენლები კი ამტკიცებენ, რომ საჩივარი საფუძველს მოკლებულია, რადგან მაიკლის კარიერა არაერთი მიზეზის გამო, დასასრულს უახლოვდებოდა. სასამართლოს პირველი სხდომა 2 აპრილს გაიმართება...