"ჯინსის კატასტროფა"
15-04-2013
"ჯინსის კატასტროფა"
რიანას "ჯინსის კატასტროფა" - ასე შეაფასეს კრიტიკოსებმა ის, რაც 25 წლის სუპერვარსკვლავს ახლახან დაემართა. არადა, ესტრადის სხვა ვარსკვლავებთან შედარებით, რიანა გაცილებით აკურატულად იმოსება, თანაც ბოლოს და ბოლოს, შეიცვალა მოზარდის სტილი და განიერი შარვლებისა და მაისურების ნაცვლად ნამდვილი ლედივით იცვამს. თითქოს ამჯერადაც ჯინსის გრძელი, მოკრძალებული  კაბა ეცვა, მაგრამ რად გინდა... მოდური, ხელოვნურად გაცვეთილი და დახვრეტილი ჯინსის კაბის ერთი ხვრელი, მუდამ ჩასაფრებული პაპარაცების გასახარად, მეტისმეტად "უხერხულ" ადგილას მოხვ
და... შედეგად, ყვითელმა პრესამაც გაიხარა და ირონიულად აღნიშნა: "ამიერიდან რიანას თაყვანისმცემლებს ეცოდინებათ, რომ მათი კერპი მოცისფრო, ე.წ. ლეოპარდის სტილის "პერანგის ამხანაგს" ანიჭებს უპირატესობას".

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით