პროფესია - სირინოზი
15-04-2013
პროფესია - სირინოზი
სხვა მოდელებისგან განსხვავებით, 32 წლის "წყალქვეშა მოდელს" - ლინდენ უოლბერტს პოდიუმი არ სჭირდება. ის თავად მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო და... სირინოზად მუშაობს. ამისთვის მას სპეციალური, 16 კგ-იანი კუდი აქვს, რომელიც 10 000 გირვანქა სტერლინგი დაჯდა და მის დამზადებას 7 თვე დასჭირდა.

ლოსანჯელესელი გოგონა ბავშვობიდან ოცნებობდა სირინოზობაზე, თუმცა ეს რეალობად მას შემდეგ ექცა, რაც სპეცეფექტების სპეციალისტი ალან ჰოლტი გაიცნო.  
მართალია, მიმზიდველი ახალგაზრდა ქალი, ზღაპრული სირინოზების დარად წყლის პირას ვერ მღერის, მაგრამ
ყვინთვის ნამდვილი ოსტატი და მეტად გამოცდილი დაივერია - თავისუფლად ჩადის 35 მ სიღრმეზე და სუნთქვის 5 წუთით შეკავებაც შეუძლია. უნიკალური კუდის წყალობით კი საათში თითქმის 30 კმ-სთ სიჩქარით დაცურავს.
ლინდენს ყველაზე მეტად  კარიბის ზღვაში რიფის ზვიგენებსა თუ ჩაძირულ ხომალდებს შორის ცურვა უყვარს.

- ხელოვნური კუდის
ძალა განსაცვიფრებელია, მისი წყალობით ძალიან სწრაფად დავცურავ.  რაც მთავარია, მოყვარული დაივერებისგან განსხვავებით, ჰაერის ბუშტუკებს არ ვუშვებ. თავიდან, ჩემს დანახვაზე ზვიგენები შეშინებული გარბოდნენ - კუდიანი ადამიანი არასოდეს ენახათ. როცა დარწმუნდნენ, რომ მათთვის საფრთხეს არ წარმოვადგენდი, ჩემთან ძალიან ახლოს მოცურდნენ - ზღვის ბინადრები ხომ ძალზე ცნობისმოყვარენი არიან, - ამბობს ლინდენ უოლბერტი.

სხვადასხვა ფოტოსესიის გარდა, პროფესიონალი სირინოზი საქველმოქმედო გადაღებებშიც მონაწილეობს, რათა გარემოს დაცვის ორგანიზაციებისთვის ფული შეაგროვოს. ამისთვის მან კუნძულ პალაუზე მედუზების ტბაშიც ჩაყვინთა. ტბა 12 000 წლის წინ ოკეანეს უერთდებოდა და მასში მილიონობით მედუზა დასახლდა. ამასთან, ტბაში მტაცებლები არ ბინადრობენ და მტრის არარსებობის გამო შხამი თავად მედუზებმაც დაკარგეს.

ლინდენი მოსახლეობას ეკოლოგიური პრობლემების შესახებ სისტემატურად ანათლებს, თუმცა ელიტურ გასართობ საღამოებსა და წვეულებებსაც არ აკლდება.
gvanca
22 თებერვალი 2014 16:32
ალბად ძალიან ძნელია წყალში სუნთქვის შეკავება.

რედაქტორის რჩევით